”საქართველოში ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა”
1.პროექტის სახელი: საქართველოში ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის დიაგრამით წარმოდგენა.
3. პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოძიებული ინფორმაცია წარმოდგენას შეუქმნის მეზობელი ქვეყნების , მათი კულტურისა და პირობების შესახებ. მოძიებულ სტატისტიკურ ინფორმაციას დააჯუფებენ და წარმოადგენენ სხვადასხვა ხერხით, დაურთავენ ფოტო მასალას, მოაწყობენ პრეზენტაციას.
4. მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეებს განუვითარდებათ მონაცემების კვლევა ძიების, დამუშავების უნარ-ჩვევები.ისინი მიხვდებიან რაოდენ მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება საქართველოს კეთილდღეობისთვის.
7.სამუშაო ენა: ქართული.
8. პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე,
ისტ-ს გამოყენება ტექსტების, დიაგრამების შესადგენად, ინტერნეტში მასალის მოძიება – განთავსებისთვის, პრეზენტაციის შესაქმნელად.
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი ინტეგრირებულია, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ მათთვის საჭირო უნარ– ჩვევები.
ისტორია-საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნების ისტორია
გეოგრაფია-შეისწავლიან გეოგრაფიულ საზღვრებს,მსგავსებას და განსხვავებას კლიმატსა და რელიეფს შორის.
ეკონომიკა-სახელმწიფოს ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წყარო.
ლიტერატურა და კულტურა: წერა,კითხვა, მოსმენა, ჩანახატის გაკეთება,მსჯელობა.
ისტ.
10. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლელა ზურაბიშვილი.
11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lela zurabishvili@jmail.com
12.ბლოგის მისამართი: lelazurabishvili.blogspot.com
